შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია!

ჩვენი სამოქალაქო კლუბის აქტივობის ფარგლებში შედგა კიდევ ერთი აქტივობა, რითაც მე პირადად უბედნიერესი ადამიანი ვარ და იმედია ასეთივე ბედნიერება მივანიჭეთ გიორგისაც, რადგან შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! სამოქალაქო კლუბი მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციას სოცკოდექსი/SocCodexს!
სალომე აბულაშვილი.


შშმ პირთა კვირეული (მე-10 კლასი.)


2014 წლის 6 მაისს გამართული ღონისძიება.
შშმ პირთა საერთაშირისო კვირეულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აგრძელებს ქ.რუსთავის #2 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "სუპერვიზია."
კლუბში გაიმართა მორიგი აქტივობა - ფილმის "სულით ძლიერი უნარშეზღუდულების" ჩვენება-განხილვა. (იხ. ლინკზე http://intermedia.ge/vid/260751-სულით-ძლიერი-უნარშეზღუდულები/ ) 
ბავშვებმა უყურეს, განიხილეს ეს მეტად საინტერესო მოკლემეტრაჟანი ფილმი, ხოლო შემდეგ მათ ვიდეოს მეშვეობით მოისმინეს მამაოს აზრი შშმ პირთა შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ისინი საზოგადოებისა. ბავშვებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ეხება სკოლებში და არა მარტო სკოლებში პანდუსების გაკეთებას. განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილეს ჩვენს სკოლაზე, რადგან ჩვენ სკოლაში არის ბავშვი, რომელსაც უჭირს გადაადგილება, თუმცა მისთვის ელემენტარული პირობაც კი არ არის შექმნილი. აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობა და მათთვის ელემენტარული პირობების შექმნა.





შშმ პირთა კვირეული (მე-9 კლასი)

2014 წლის 5 მაისს გამართული ღონისძიება.
შშმ პირთა საერთაშირისო კვირეულს შეუერთდა ქ.რუსთავის #2 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "სუპერვიზია."
კლუბში გაიმართა პირველი აქტივობა - რუსი მწერლის გალიეგო რუბენის ნაწარმოების "გიხაროდეთ სიცოცხლე, გქონდეთ იმედი, იბრძოლეთ!" წაკითხვა-განხილვა (რომელიც მოძიებულ იქნა პედაგოგის ბელა გოცირიძის მიერ ჟურნალში "ავერსი"). ნაწარმოები წაკითხულ იქნა თავად ბავშვების მიერ.
ნაწარმოების თემატიკა იყო: ინვალიდები. ბავშვებმა უფრო მეტი რამ გაიგეს შშმპ-თა შესახებ და უკეთ გააცნობიერეს, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა და მათ არ სჭირდებათ ზედმეტი, შემაწუხებელი ყურადღება, რათა არ დაითრგუნონ. 
(მე-9 კლასი.)





”განათლება ყველასათვის - საქართველო ”


2014 წლის 9 მაისს, რუსთავში მერიის წინ მოედანზე, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის ”განათლება ყველასათვის - საქართველო ” ფარგლებში მოაწყო ინკლუზიური განათლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია, რომელზეც გამოიფინა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ გამზადებული თემატური პოსტერები.აქციას შეუერთდა ჩვენი სამოქალაქო კლუბიც "სუპერვიზია."
მადლობა სიქას.
(კლუბიდან აქციას ესწრებოდნენ: სალომე აბულაშვილი, სოფო ხანთაძე)