24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა



ორშაბათს, 2014 წლის 24 მარტს 16:00 საათზე,რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შეხვედრა,რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ნანა ცხაკაია და იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ,მისი გავრცელების რისკებზე და თავიდან აცილების გზებზე.ჩვენი სამოქალაქო კლუბიდან აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ თამუნა ლაზარაშვილი და სოფო ხანთაძე.