07.11.2013 ში გაიმართა შეხვედრა ქალაქ რუსთავის მერის მოადგილესთან ბატონ გიგა ტაბატაძესთან


07.11.2013ში გაიმართა შეხვედრა ქალაქ რუსთავის მერის მოადგილესთან ბატონ გიგა ტაბატაძესთან. დიდი მადლობა სიქას განხორციელებული შეხვედრისთვის კლუბის სახელით. ბატონმა გიგამ ისაუბრაქალაქში მიმდინარე პროექტებზე, ამომწურავად უპასუხა კლუბების წევრების შეკითხვებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლეონიძის პარკის რესტავრაციაზე, სადაც უკვე დაწყებულია სარესტავრაციო სამუშაოები. ბატონმა გიგამ აღნიშნა რომ "ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. სკვერი შემოიღობება, რათა ოთხფეხა ცხოველებმა ზიანი არ მიაყენონ განახლებულ პარკს. მოხდება პარკის კეთილმოწყობა სანათებით, ბავშვებისთვის სასრიალოებით, სკამებით...
საახალწლოდ დაიდგმება ნაძვის ხე. აუცილებლად იქნება დაცვა. გაზაფხულზე შეყვანილ იქნება გაფილტრული წყალი. 23 ნოემბერს დაირგება 1000 ძირი ხე, რაშიც ყველას შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ადამიანური რესურსი გამოვიყენოთ ქალაქის გასალამაზებლად. პროექტი დასრულდება ამა წლის 15 დეკემბერს. "



დაიწყო გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია SIQA USAID PH INTERNATIONALის მხარდაჭერით.