2013წლის 22 ნოებმერს 13:00 საათზე, რუსთავში ჩატარდა გამწვანების აქცია ლეონიძის სახელობის პარკში,აქციას შევუერთდით ჩვენც,სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბები.(#2 საჯარო სკოლის მოსწავლეები:სალომე აბულაშვილი, ელენე თათრიშვილი, თამთა ბერუაშვილი,მაია ჩხაიძე, მარიამ გაბოშვილი, გიორგი ნადარეიშვილი, მარიამ აფსილავა, სალომე ჯაფარიძე, ნიკა კობახიძე, ლიკა პაქსაშვილი, მარიამ ცხვიტავა, შერმადინ ოსაზე, ნინო ფხოველიშვილი, თამუნა ბალახაძე, ლანა გუჯარაიძე, თეო ჩადუნელი, მაკა ბაძაღუა, იაკობ ბერია, ვანო კობაიძე). აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ქალაქის პირველმა პირებმა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით .დაირგო 1000 ძირი შავი ფიჭვი.ნერგები რუსთავს საპატრიარქოს ფონდიდან გადაეცა.აქციაში ჩართვა ყველა რუსთაველს შეეძლო.
,,დადგა დრო, როცა ჩვენ პრაქტიკულად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა გამწვანებაში. ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ თითქმის არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ამით არ ინტერესდება. მე იმედს გამოვთქვავ, რომ მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას ამ დიდ საქმეში.“-ამის შესახებ ილია მეორემ ქადაგებისას ისაუბრა.დღეს კი უამრავი ადამიანი შეიკრიბა ლეონიძის პარკში და მიიღო მონაწილეობა ამ დიდ საქმეში.