პროექტი ,,აქტიური მოქალაქეობა-დემოკრატიული ფასეულობები" (შეხვედრა #2 საჯარო სკოლაში ტრენინგები(2013) რუსთავის სკაუტებში, ფლეშმობი "BE ACTIVE, BE FREE")

 

#2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის(2012 წლის აპრილში) მოსწავლეებმა ლანა გუჯარაიძემ და სოფო ბრეგვაძემ მიიღეს მონაწილეობა ,,სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ 5 დღიან ბანაკში. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელთა საფუძველზეც დაწერეს პროექტი ,,აქტიური მოქალაქეობა-დემოკრატიული ფასეულობები."პროექტის განხორცილდა. მისი მიზანი იყო რუსთავის სხვადასხვა სკოლების და სამოქალაქო კლუბების ინტეგრაცია, ასევე არაფორმალური სამოქალაქო განათლების მიღება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველ და არაქართველ მოსწავლეების ერთად მუშაობაზე პროექტში. დამზადდა ბროშურები ,მაისურები, და მოეწყო ერთგავარი სიურპრიზი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის . მომდევნო კვირის განმავლობაში კვლავ ჩატარდა ტრენინგები, სადაც მონაწილეობა მიიღეს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა. სულ 17 სკოლაა.პროექტის ,,აქტიური მოქალაქეობა-დემოკრატიული ფასეულობების" ფარგლებში პარასკევს 4-საათზე ჩატარდა ტრენინგი რუსთავის სკაუტებში. განვიხილეთ ყველასთვის საინტერესო თემა ,,ლიდერობა." ტრენინგი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრისმომცველი ინფორმაციის მომცემი იყო. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რუსთავის მეორე საჯარო სკოლის სახელით და კლუბის სახელით Georgian Youth For Europe-ს ორგანიზაციას და ტრენერს გიორგი კეკელიძეს, რომელიც დაგვეხმარა, რომ უკეთესად გავრკვეულიყავით, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი. პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი სკოლები: #1 ,#2 საჯაროდან 11ბავშვი, #3 , #4, #5, #6, #7, #9, #11, #12, #13 , #14 , #15, #18, #21, #24, კერძო სკოლები-ჩაღლარი და მზეკაბანი. სამშაბათს 4ის ნახევარზე კვლავ არის მოეწყო რუსთავის სკაუტებში ტრენინგი. ამ პროექტის მეშვეობით უამრავი ახალი რამ ვისწავლეთ ისეთი, რაც ნამდვილად საჭიროა ვიცოდეთ, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა და კლუბის წევრებმა.