2013წლის 7 დეკემბერს 11:00 საათზე, რუსთავის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი პედაგოგთა და მოსწავლეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა.(ქვემო ქართლის რეგიონის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 32 პარტნიორი სკოლიდან.) ბავშვებმა წარმოადგინეს უამრავი ძალიან კარგი პროექტი, საიდანაც დაფინანსდა ის პროექტი, რომელშიც ჩვენი კლუბის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა
(10 ბ კლასი-ნინო გოგოლაძე, ელენე დალაქიშვილი, თამუნა ლაზარაშვილი). პროექტი"ბალანჩივაძის ქუჩის განათება." ძალიან დიდი მადლობა SIQAს, PH Internationalს, USAIDს ამ პროექტის გაგრძელებისათვის, ვინაიდან ეს პროგრამა უკვე რამოდენიმე წელია, რაც გრძელდება.(გასულ წელსაც მიიღო მონაწილეობა ამ კლუბის ერთ-ერთმა წევრმა სალომე აბულაშვილმა და სხვა სკოლების კლუბების ბავშვებთან ერთად დაწერეს პროექტი-ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია, რაც ახლაც წარმატებით ხორციელდება)